NEWS
ფოლადის სახლის სააღდგომო საქველმოქმედო აქცია

კომპანია ფოლადის სახლის ორგანიზებით, 15 აპრილს, სააღდგომო საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში კომპანიამ, სოფელ მარტყოფში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი 200 ოჯახი, სასურსათო პროდუქტებით მოამარაგა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში COVID-19 ვირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისი კომპანიასაც შეეხო, ფოლადის სახლის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ დროს, მნიშვნელოვანია ბიზნესმა გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და დადგეს იმ ადამიანების გვერდით, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

Loyal Customers
Team Member
High Quality Products
Supplier Company
Partners