დასახელება HR Generalist
მისამართი თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი #14
თარიღი 04.03.2021
აღწერა

შპს „ფოლადის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას HR Generalist-ის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:



  • HR პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და მართვა;

  • თანამშრომელთა ყოველთვიური ანაზღაურების დაანგარიშება (ფეიროლი);  

  • კომპანიის ბიზნეს-პროცესებში ჩართულობა და სხვადასხვა დეპარტამენტების მხარდაჭერა სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და განხორცილებაში;

  • საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად საჭირო საორგანიზაციო პროცესის დაგეგმვა და მართვა (ტრენინგის საჭიროების განსაზღვრა, ჩატარების/დასწრების/შეფასების უზრუნველყოფა);

  • თანამშრომლის შერჩევა/დაქირავების პროცესის სრულად მართვა;

  • კომპანიის საკადრო დოკუმენტაციის მართვა (ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებების, თანამდებობრივი ინსტრუქციების/აღწერილობების, შიდა რეგლამენტების შექმნა/პერიოდული განახლება/გაცნობა და ა.შ.);

  • ყოველთვიური საშტატო განრიგის წარმოება (ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და ასახვა);

  • თანამშრომელთა დასწრების კონტროლი;

  • თანამშრომელთა დაწინაურების/როტაციის პროცესის კოორდინაცია;

  • თანამშრომელთა წამახალისებელი და სხვა სახის HR პროექტების/ღონისძიებების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;

  • კადრების საჭიროების განსაზღვრა და ხელმძღვანელ პირებთან რეკომენდაციების მომზადება;

  • თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროცესის კოორდინაცია;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:



  • უმაღლესი განათლება (სასურველია შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით);

  • სასურველია ინგლისური ენის ფლობა

  • MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;

  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;

  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;


პიროვნული უნარები:



  • შრომისმოყვარეობა;

  • კომუნიკაბელურობა;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;

  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;

  • დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარები.


გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, თქვენი რეზიუმე, გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge და თემის ველში (Subject line) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: HR  Generalist - თბილისი.


 


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31.03.2021




გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.