Title საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
Address ლილოს მიმდებარედ, იმაშევის ჩიხი #14
Date 19.02.2022
Description

ფოლადის სახლი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:
გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შედგენაში თანამონაწილეობა
გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით, კლიენტებთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის გზით, გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება
ახალი მასალის შესწავლა - ათვისება და მისი სრული ტექნიკური მახასიათებლების მიტანა კლიენტამდე
თვიური გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა
გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
 ექსპორტის განვითარებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა განხორციელება
საექსპორტო მოთხოვნის შესაბამისად საკუთარი პორტფელის საექსპორტო გაყიდვების გეგმის შედგენა;გეგმის წარდგენა ხელმძღვანელთან, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება
მიღებული შეკვეთების შესახებ ინფორმაციის დეტალიზაცია და შეკვეთების ჩაშვება მოსამზადებლად შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან
ლოჯისტიკის კონტროლი და შეკვეთის დროულად მიღებისა და გადატვირთვის უზრუნველყოფა
გაყიდვების შესახებ ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელთან
ექსპორტის გაყიდვების ზრდის მიმართულებით დამატებით ფუნქციების შესრულება, რაც დაგეგმილი შედეგების მისაღებად არის საჭირო
კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის და/ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება - სამშენებლო სფეროში და/ან საწარმოში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად
ინგლისური და/ან რუსული ენების მაღალ დონეზე დონეზე ცოდნა ასევე ჩაითვლება უპირატესობად
კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები
ინიციატივის გამოჩენის უნარი
 საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი
სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი
ანალიტიკურად აზროვნება
ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი

 სამუშაო ადგილი:
თბილისი, (ლილოს მიმდებარედ, იმაშევის ჩიხი #14)
სამუშაო გრაფიკი: სრული (დღეში 8 საათი)
ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი
უზრუნველყოფილი კვება
სატელეფონო ლიმიტი
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ 18 თებერვლამდე მეილზე: hr@poladissakhli.ge
გისურვებთ წარმატებებს!