დასახელება გარე გაყიდვების მენეჯერი
მისამართი თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი #14
თარიღი 26.02.2021
აღწერა

შპს „ფოლადის სახლი“ გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:



  • გაყიდვების ყოველთვიური გეგმის შესაბამისად საკუთარი დღის დაგეგმვა;

  • ყოველდღიურ რეჟიმში ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვა;

  • კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა პოტენციური კლიენტებისთვის;

  • არსებულ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება;

  • ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობის დამყარება/განვითარება კლიენტებთან;

  • დამკვეთებთან აქტიური ურთიერთობა, - შეხვედრების ორგანიზება;

  • კლიენტების საქმიანობის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება კონკრეტული კლიენტის ჭრილში;

  • დამკვეთებისგან შეკვეთის მიღება და დამუშავება;

  • შესყიდვების დეპარტამენტთან კომუნიკაცია საჭირო პროდუქციის თაობაზე;

  • გაყიდვების პროცესის სრული ზედამხედველობა და მართვა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:



  • სავალდებულოა გაყიდვების სფეროში არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

  • სასურველია გარკვეული შეხება სამშენებლო მასალების სფეროსთან;

  • სავალდებულოა მსუბუქი ავტომობილი;

  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.


პიროვნული უნარები:



  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;

  • სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის და წარმოების უნარი;

  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;

  • პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.


გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, თქვენი რეზიუმე, გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge და თემის ველში (Subject line) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი - თბილისი.


 რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31.03.2021


გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.