დასახელება ლოჯისტიკის მენეჯერი
მისამართი თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი #14
თარიღი 26.02.2021
აღწერა

შპს „ფოლადის სახლი“ ლოჯისტიკის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:



  • კომპანიაში სრული ლოჯისტიკური ციკლის გამართვა, შესაბამისი პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;

  • მიმდინარე შეკვეთების ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;

  • კომპანიის შიდა და გარე ავტოპარკზე მიღებული შეკვეთების გადაცემის სწორე ორგანიზება, მართვა და კონტროლი;

  • საწყობებს შორის შიდა გადაზიდვების ორგანიზება და მართვა;

  • პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა და კონტროლი;

  • საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებაზე ტენდერების ორგანიზება და გამარჯვებულ კომპანიებთან შესაბამისი საკონტრაქტო ურთიერთობის გაფორმება- მონიტორინგი;

  • საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზება და სატრანსპორტო კომპანიების ინფორმაციების მუდმივი მონიტორინგი;

  • მიღებული პროდუქციის დასაწყობების დაგეგმვა და მონიტორინგი;

  • ტერიტორიის მონიტორინგი-სისუფთავის, ნარჩენების გატანის, დისციპლინის კონტროლი;

  • ყოველდღიურად სახარატე, დანადგარების და საამქროს ხელოსანთა მონიტორინგი და კონტროლი; 

  • საწყობის თანამშრომლებისა და მძღოლების მენეჯმენტი;

  • ყოველთვიური სხვადასხვა ანგარიშების მომზადება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:



  • უმაღლესი განათლება ბიზნესის განხრით;

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვის კუთხით;

  • სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

  • კომპიუტერული პროგრამების Word, Excel მაღალ დონეზე ცოდნა;

  • მინიმუმ ერთი უცხო ენის კარგად ცოდნა;

  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა.


პიროვნული უნარები:



  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, ოპერატიულობა;

  • შედეგზე ორიენტირება;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

  • რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;

  • დატვირთული რეჟიმში მუშაობის უნარი;


გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, თქვენი რეზიუმე, გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge და თემის ველში (Subject line) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - თბილისი.


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31.03.2021
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.