
გლინულა
გლინულას აქვს ფართო გამოყენების სფერო. მას იყენებენ როგორც მშენებლობაში, ისე სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაში. გლინულას დაწვრილების შედეგად მიიღება სხვადასხვა სახის მავთული და ასევე მზადდება ცივადნაგლინი არმატურა.
გამოყენების სფერო:
- რკინა-ბეტონის კონსტრუქციები;
- საყალიბე ხამუთები;
- მეტალის სხვადასხვა პროდუქციის დამზადება (მავთული, ლურსმანი, ელექტროდი, ცივადნაგლინი არმატურა და ა.შ.);
- ასევე გამოიყენება როგორც შესაკრავი მასალა.
ტექნიკური მახასიათებლები:
- დიამეტრი: 5,5 – 10 მმ;
- ფორმა: დახვეული, გასწორებული.