ფოლადის სახლი ,,სეუ"- ს დასაქმების ფორუმზე

ფოლადის სახლმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში ,,SEU Job Fair 2019" მიიღო მონაწილეობა.

ფოლადის სახლის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა, სოფიკო გოგოჩაშვილმა, სტუდენტებს დეტალურად გააცნო კომპანიაში არსებული აქტიური ვაკანსიები.

სტუდენტებმა ფორუმზე შეავსეს დასაქმების ანკეტები, მათთვის სასურველ პოზიციებზე. შემდეგი ეტაპი კი რომელიც გასაუბრებას მოიცავს, უკვე მაისიდან დაიწყება.

ფოლადის სახლი მუდმივად მზადაა ხელი შუწყოს სტუდენტების დასაქმებასა და კარიერულ განვითარებას.