ფოლადის სახლი ტრენინგზე ,,სახელმწიფო შესყიდვები"

ფოლადის სახლის სატენდერო პროექტების მენეჯერი, გიორგი გოგიძე ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრო, თემაზე "სახელმწიფო შესყიდვები". მონაწილეებს გადაეცათ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები. 

ფოლადის სახლი 2018 წლიდან ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ასოცირებული წევრია და მუდმივად მონაწილეობს დაგეგმილ ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროფესიულ კურსებში.