ფოლადის სახლი ტრენინგზე "ადამიანური რესურსების მართვა მშენებლობაში"

 

ფოლადის სახლის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, სოფიკო გოგოჩაშვილი, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს "ადამიანური რესურსების მართვა მშენებლობაში" დაესწრო.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები ტრენერმა ეკატერინა ზედელაშვილმა გადასცა.


ფოლადის სახლი, 2018 წლიდან, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აკრედიტირებული წევრია და აქტიურად მონაწილებს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და შეხვედრებში.