ფოლადის სახლის სააღდგომო საქველმოქმედო აქცია

კომპანია ფოლადის სახლის ორგანიზებით, 15 აპრილს, სააღდგომო საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში კომპანიამ, სოფელ მარტყოფში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი 200 ოჯახი, სასურსათო პროდუქტებით მოამარაგა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში COVID-19 ვირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისი კომპანიასაც შეეხო, ფოლადის სახლის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ დროს, მნიშვნელოვანია ბიზნესმა გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და დადგეს იმ ადამიანების გვერდით, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

 

ფოლადის სახლის საქველმოქმედო აქტივობა, არ არის ერთჯერადი ხასიათის და კომპანია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კვლავ განაგრძობს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებასა და განხორციელებას.