ფოლადის სახლი ნომინაცია - "ბესთ ლუქის" გამარჯვებულია
"ფოლადის სახლი" ნომინაცია - "ბესთ ლუქის" გამარჯვებულია
Caucasus Build 2021 სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 25-ე საერთაშორისო გამოფენა 15-17 ოქტომბერს გაიმართა.
გამოფენაზე სამშენებლო სფეროს პროფესიონალებს, ასევე, მშენებლობით/რემონტით დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ფოლადის სახლის სამშენებლო და სარემონტო მასალებით მოწყობილი სტენდები, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში.
3 დღიანი საინტერესო და პროდუქტიული გამოფენა ფოლადის სახლმა "ბესთ ლუქის" ნომინაციაში გამარჯვებით დაასრულა.
