ფოლადის სახლის პრეზენტაცია ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში

ფოლადის სახლი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გასვლით შეხვედრას დაესწრო და ასოციაციის წევრებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა 9 თებერვალს,  სასტუმრო “ლოპოტა სპა რეზორტში”, გაიმართა.

შეხვედრაზე, ფოლადის სახლი  გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნანა ინდუაშვილმა წარადგინა, რომელმაც ისაუბრა, კომპანიის მიმართულებებზე. მიზნებზე, სამომავლო გეგმებსა და ახალ პროექტებზე. ,,ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრობა, რადგან ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება სამშენებლო სფეროში მომუშავე კომპანიას, ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოების წინაშე.“

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” საერთო კრება, სადაც წევრებმა მიმდინარე საკითხები განიხილეს. ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის გზებზე, საერთო ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე. კრებაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სამშენებლო პროექტის ეკონომიას, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებასა და ალტერნატიული წინადადებების შეთავაზებას.