ფოლადის სახლი სტუდენტების დასაქმების ფორუმზე

ფოლადის სახლმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ არქიტექტურისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა და სტუდენტებს კომპანიაში არსებული აქტიური ვაკანსიები გააცნო.

ფოლადის სახლის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის, სოფიკო გოგოჩაიშვილის განცხადებით, კომპანია მუდმივად მზადაა ითანამშრომლოს სტუდენტებთან და დაეხმაროს მათ პროფესიულ განვითარებაში.

კომპანიამ სტუდენტებს შესთავაზა ვაკანსიები შემდეგ პოზიციებზე:

  • გაყიდვების მენეჯერი;
  • სტაჟიორი მარკეტინგის დეპარტამენტში;
  • სამშენებლო პროექტების მენეჯერი;
  • სამშენებლო მასალების ანალიტიკოსი.