მომხმარებელს შესთავაზოს, მუდმივი შესწავლის გზით შერჩეული, მაღალი ხარისხის მასალა, რათა ხელი შეუწყოს სამშენებლო ბიზნესის განვითარებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამკვიდრება, მაღალი ხარისხის პროდუქციისა და სერვისის მიწოდების გზით.
ლოიალური მომხმარებლების რიცხვის მუდმივი ზრდა.
უსაფრთხოება - ნებისმიერი მშენებლობის უსაფრთხოებისა და წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, იმ მასალის ხარისხია, რომლითაც იგი შენდება. ,,ფოლადის სახლი“ თავდაუზოგავად შრომობს, რათა მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის მასალა შესთავაზოს.
მომხმარებელი - ,,ფოლადის სახლის“ მუშაობის პრინციპი ემყარება, მომხმარებლის მოთხოვნაზე ორიენტირებულ და ინდივიდუალურ მიდგომას. ჩვენთვის ყველა მომხმარებელი მნიშვნელოვანია.
დრო - ,,ფოლადის სახლი“ მუდმივად ცდილობს, სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციის გზით მაქსიმალურად ოპერატიულად მიაწოდოს მომხმარებელს მისთვის სასურველი მასალა.
კომპანია ,,ფოლადის სახლი“ 2014 წელს, ლითონის ინდუსტრიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილების საფუძველზე, დაარსდა. კომპანიის მთავარ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს რკინის პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან მწარმოებლებთან საქართველოში, თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, ჩინეთში, ირანსა და აზერბაიჯანში, რაც განაპირობებს მასალის ფართო ნომერკლატურასა და მაღალ ხარისხობრივ მაჩვენებელს.
დღეისათვის ,,ფოლადის სახლი“ საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მონაწილეა და წარმატებით პოზიციონირებს რკინის სამშენებლო მასალების ბაზარზე. კომპანია თანამშრომლობს 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებელთან. ,,ფოლადის სახლი“ მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი ტიპის პროდუქციას: არმატურა, გლინულა, მართკუთხა და მრგვალი მილი, შველერი, ზოლოვანა, ორტესებრი კოჭი, კუთხოვანა, კვადრატი, მასიური ფოლადის ღერო, ლითონის და რიფლირებული ლითონის ფურცელი, გამომწვარი მავთული, სამშენებლო დგარი და ხის კოჭი. აღნიშნული პროდუქცია სრულ შესაბამისობაშია სამშენებლო სფეროში დადგენილ სტანდარტებთან.
5000-ზე მეტი მუდმივი მომხმარებელი ,,ფოლადის სახლის“ უწყვეტი ზრდისა და განვითარების მთავარი წინაპირობაა.