ფოლადის სახლი საქართველოში ირანული არმატურის ექსკლუზიური შემომტანია

ფოლადის სახლი, ირანში მდებარე ევროპული სტანდარტის მქონე, ერთადერთი მეტალის მწარმოებელი კომპანიის ,,Kavir Steel Complex”-ის, ექსკლუზიური წარმომადგენელია

ფოლადის სახლსა და ,,Kavir Steel Complex” შორის, ექსკლუზიური წარმომადგენლობის შესახებ, შეთანხმება 2019 წლის აგვისტოში გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, ფოლადის სახლი, ევროპული სტანდარტით წარმოებული, ირანული არმატურისა და გლინულას, ექსკლუზიური შემომტანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე

კომპანია ,,Kavir Steel Complex”, ირანში მდებარე ერთადერთი მეტალის მწარმოებელი ქარხანაა, რომელიც ფლობს ევროპული აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემულ შესაბამისობის სერტიფიკატს. რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ქარხანა აწარმოებს B500A, B500B და B500C მარკის არმატურას, ევროპული სტანდარტის EN10080:2005-ის შესაბამისად

,,Kavir Steel Complex”-ის მიერ წარმოებულ არმატურას, საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნით, ლაბორატორიული შემოწმება ჩაუტარდა, როგორც უცხოეთის აკრედიტებულ, დამოუკიდებელ კვლევით ლაბორატორიებში, ასევე  საქართველოში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექპერტიზის დროს, მასალის ქიმიური შემადგენლობის ანალიზისა და მექანიკური თვისებების კვლევამ აჩვენა, რომ ფოლადის სახლის მიერ იმპორტირებული არმატურა, არა მარტო სრულად აკმაყოფილებს 2019 წლის 15 იანვრიდან ამოქმედებულ (დადგენილება N476), ახალი რეგულაციებით დადგენილ, სტანდარტებსა და ნორმებს, არამედ ხარისხობრივი მაჩვენებლით ქართულ ბაზარზე მასალას ანალოგი არ აქვს.