თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენებულ სპორტის სასახლეში ორი დარბაზი მოეწყო, სადაც ერთდროულად შესაძლებელი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობების ტურნირების ჩატარება, როგორც სათამაშო, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში – ხელბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ძიუდოში, ჭიდაობაში, მინი-ფეხბურთში, ფარიკაობაში და ა.შ. დიდი დარბაზი 3 600 გულშემატკივარს, მცირე არენა კი 600 გულშემატკივარს იტევს.