პარაგრაფი აბასთუმანში

აბასთუმანში მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის მაღალი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა.

150 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილი იქნება აუზი, რესტორანი, სპა, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360 გრადუსიანი ხედით და ა.შ. სასტუმრო 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება და გარშემორტყმული იქნება წიწვოვანი ტყით. მისი საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ-ია.

შენობის არქიტექტურა ალპური ხასიათის მქონე ფასადისაგან შედგება, რაც კარგად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს. მოსაპირკეთებელ მასალად კი ძირითადად მინის, ხისა და ქვის ფაქტურები იქნება გამოყენებული.

გაუზიარე: