ფოლადის სახლი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას შეუერთდა

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, პრესტიჟის მხარდაჭერა, კადრების პროფესიული მომზადება, წევრ კომპანიებს შორის ურთიერთობის დამყარება საქართველოს სამშენებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

ასოციაციაში გაწევრიანებით “ფოლადის სახლმა” კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად!

“ჩვენ გვჯერა, რომ მოცემული თანამშრომლობა წარმატების მომტანი იქნება ასოციაციის ყველა წევრი კომპანიისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც.” – “ფოლადის სახლი”-ს მენეჯმენტი.

ვაშენოთ ინფრასტრუქტურა ერთად!

 

გაუზიარე: