ჩვენ შესახებ

ფოლადის სახლი

“ფოლადის სახლი” – სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ლითონის პროდუქციის რეალიზატორებს შორის წარმატებით პოზიციონირებს.

დღეს კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სამშენებლო მასალის ადგილობრივი წარმოება და ლითონის პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია.

“ფოლადის სახლი” ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვან მწარმოებლებთან თანამშრომლობს, რაც განაპირობებს მასალის ფართო ნომენკლალტურასა და მაღალ ხარისხობრივ მაჩვენებლს. რომელიც სრულიად შეესაბამება სამშენებლო სფეროში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს.

“ფოლადის სახლის” პროდუქცია, რომელიც თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილ საწარმოში იწარმოება, სამშენებლო სექტორს ეხმარება დაზოგოს როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური და დროითი რესურსი.

კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია გამორჩეული კონცეფციის მქონე ოთხი ფილიალით, სადაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა ერთ სივრცეში შეისყიდოს როგორც სამშენებლო, ასევე სარემონტო მასალა: დეკორაცია, სანტექნიკა, კავეული, ხელსაწყოები, ხის მასალა, ელექტროობა და ა.შ.

“ფოლადის სახლი” ინდივიდუალური მიდგომით, ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციით წლების მანძილზე გრძელვადიან ურთიერთობებს აყალიბებს მომხმარებელთან, რომელთა კმაყოფილება კომპანიისთვის მუდმივად პრიორიტეტულია.

მისია და მიზანი:

კომპანია მუდმივი შესწავლის გზით დამკვეთებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მასალას, რათა ხელი შეუწყოს სამშენებლო ბიზნესის განვითარებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

Play Video